ხე-ტყის იმპორტი დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდება.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანი შეზღუდვის დაწესება იგეგმება მორისა და ფიცრის ექსპორტზე, რაც ქვეყანაში მწვანე საფარის აღდგენას შეუწყობს ხელს.
ამასთან, პრემიერმა პრესკონფერენციაზე კიდევ ერთი ინიციატივა დააანონსა და როგორც აღნიშნა, მისი ინიცირება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მოხდება. კერძოდ, ბახტაძის განცხადებით, რეგიონებში სასწრაფო დახმარების ბრიგადებს ხელფასები 20-30%-ით გაეზრდებათ.