"საქართველოს ბანკის" ახალი Express სერვისცენტრი გაიხსნა

"საქართველოს ბანკის" ახალი Express სერვისცენტრი ავლაბარში გაიხსნა.

როგორც ბანკში აცხადებენ, "საქართველოს ბანკი" Express სერვისცენტრების ქსელის გაფართოვებას განაგრძობს და დღეს ავლაბარში, მეტეხის ქუჩა N22-ში ახალი Express სერვისცენტრი გახსნა.

მათივე ინფორმაციით, "საქართველოს ბანკის" Express სერვისცენტრში მომხმარებელი ოპერატიულად სარგებლობს საბანკო სერვისებით. Express სერვისცენტრებში მოწყობილია ორი ზონა – მომხმარებელს ემსახურებიან როგორც მოლარე ოპერატორები, ყოველდღე დილის 09:00 საათიდან 21:00 საათამდე, შაბათ-კვირას – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ასევე არის თვითმომსახურების ზონა, სადაც 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია: ინტერნეტბანკი, თვითმომსახურების ტერმინალი Express Pay და ბანკომატი.

ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით "საქართველოს ბანკის" უკვე 48 Express სერვისცენტრი მოქმედებს. ახალ Express სერვისცენტრში 6 ადამიანი დასაქმდა.