კანადის ხელისუფლებას სურს განაახლოს მოლაპარაკებები ჩრდილოეთ ამერიკის ზონაში თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე (NAFTA).
კანადის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ქრისტია ფრილანდის განცხადებით, მოლაპარაკებები უმაღლეს დონეზე უნდა განახლდეს.
ტელეკომპანია CBC-ის ინფორმაციით, მექსიკის დედაქალაქში ფრილანდამ, კანადის ფინანსთა მინისტრმა ვილიამ მორნომ და კანადის საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრმა ჯეიმს კარმა შეხვედრა გამართეს კანადის პრეზიდენტ ენრიკე პენია ნიეტოსთან, სადაც განიხილეს NAFTA-ს პირობების გადახედვის შესაძლებლობა.
NAFTA-ს შეთანხმებას ხელი 1992 წელს მოეწერა და მისი ამოქმედება 1994 წლიდან დაიწყო. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით კი შეთანხმების ძირითადი პრინციპების გადახედვა უნდა მოხდეს და ამ მიზნით კონსულტაციები უნდა დაიწყოს. მიმდინარე წლის მაისში კი ასეთი კონსულტაციები ჩაიშალა.
კოკა კვირკველია