შიდა ქართლის რეგიონში, თავთავიანი კულტურის მოსავლის აღების სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობისათვის მოსავლის აღების აგროოპერაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორი“ ახორციელებს.
„სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სოფელ კოდისწყაროში, სადაც შპს „მექანიზატორის“ ერთმა ერთეულმა კომბაინმა 1 ჰექტარზე დათესილი ქერის მოსავალი უკვე აიღო.
მოსავლის აღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით ამ დროისათვის შიდა ქართლის რეგიონში შპს „მექანიზატორის“ 23 ერთეული კომბაინია მობილიზებული.
საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება მიმდინარე პროცესში.
გარდა მოსავლის აღების აგროოპერაციისა, შპს „მექანიზატორი“ მიწათმოსარგებლეებს მთელი საქართველოს მასშტაბით 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას სთავაზობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.