სათამაშო ბიზნესში ახალი ინვესტიციების განხორციელება იგეგმება

რამდენიმე სერიოზული ინვესტორი საქართველოში სათამაშო ბიზნესში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ფინანასთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა.

მისი თქმით, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები მუშაობენ, რათა ოპტიმალური პირობები შესთავაზონ ინვესტორებს. ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, არის წინადადებები როგორც თბილისიში, ისე მის შემოგარენში სათამაშო ბიზნესის განხორციელების თაობაზე.

რაც შეეხება კაზინოებისა და ტოტალიზატორების შემოწმების თაობაზე დასმულ კითხვებს, ნოდარ ხადური განმარტავს, რომ ფინანსთა სამინისტრო კაზინოებში შესვლას არ გეგმავს, თუმცა მას აქვს ბაზებთან წვდომა და ამას შეისწავლის.

"4 თუ 5 საწარმოა, რომლებსაც ბრუნვები აქვს შემცირებული. ჩვენ გვაქვს ბაზებთან წვდომა. ამ ბაზებს შევისწავლით და ვნახავთ, რეალურად რა მოხდა. საბედნიეროდ ელექტრონული აღრიცხვა იმდენად მოწესრიგებულია, რომ ამის შესასწავლად ჩვენი შესვლა საწარმოში აუცილებელი არ არის და ანალიზი გაკეთდება ელექტრონული ბაზების მიხედვით", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მისივე ინფორმაციით, ყველა ტოტალიზატორს და კაზინოს ეს არ ეხება, არის მხოლოდ 4-5 მათგანი, სადაც შემცირებულია ბრუნვები.

.