„აშშ-ს არ დაუწყია სავაჭრო ომი, ის მონაწილეობს მასში ბოლო რამდენიმე წელია. უბრალოდ, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში დაიწყო გამარჯვების მოპოვება ამ ომში“ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ილინოისში რკინის ერთ-ერთ საწარმოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
რესპუბლიკელი პრეზიდენტის განცხადებით, მისი წინამორბედები მის პოსტზე დაკავებულები იყვნენ არა თავისუფალი ვაჭრობით, არამედ სულელური ვაჭრობის პოლიტიკით. მან ხაზი გაუსვა, რომ აშშ-მ პირველად გასცა სერიოზული პასუხი ჩინეთის არასამართლიან პოლიტიკას, რომელსაც ის აწარმოებდა აშშ-სთან მიმართებით ბოლო წლების განმავლობაში. მან აქვე მეგობარი და დიდი ადამიანი უწოდა ჩინეთის ლიდერს სი ძიანპინს.
„ამიერიდან ვერავინ შეძლებს ჩვენს გასულელებას და აშშ დაიცავს თავის ინტერესებს მსოფლიო ვაჭრობაში“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
კოკა კვირკველია