კომპანიამ Royal Dutch Shell plc საკუთარი აქციების ამოსყიდვის პროგრამა აამოქმედა, რომელიც გათვლილია 2018-2020 წლებზე და მისი ჯამური მოცულობა 25 მილიარდი დოლარია.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, პროგრამა buyback-ის პირველი ეტაპი 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება, რა დროსაც მოხდება 2 მილიარდი დოლარის აქციის ამოსყიდვა. შედეგად ყველა მათგანი განულდება, ვინაიდან buyback-ის მთავარ მიზეზად ეს ანგლო-ნიდერლანდური კომპანია აქციების რაოდენობის შემცირებას ასახელებს, რომელიც Shell-მა თავის დროზე კომპანია BG Group-ის შესაძენად გამოსცა.
ჯამში Shell-ს აქციონერებისგან თანხმობა აქვს აღებული 834 მილიონი ფასიანი ქაღალდის შეძენაზე. ის გამოცემულია 2018 წელს და მოქმედების ვადა აქვს 2019 წლის 22 აგვისტომდე. შემდეგ ყრილობაზე კომპანია ამ ვადის გახანგრძლივების გადაწყვეტილებას მიიღებს.
კოკა კვირკველია