როიალი, 100-კილოგრამიანი ქვა და ვისკი - ტურისტების ყველაზე უცნაური ქურდობები სასტუმროებში

მსოფლიოში ადამიანების ნაწილი სისტემას All Inclusive-ს პირდაპირი მნიშვნელობით იგებს და ფიქრობს, რომ მას იმ სასტუმროდან რაღაც ნივთის, ხშირად ძვირადღირებულის წამოღების უფლებაც აქვს. ამიტომაც სასტუმროებიდან გამოაქვთ შამპუნები, ოთახის ჩუსტები და როიალიც კი.

ყველაზე სასაცილო და უცნაური ქურდობების ჩამონათვალში პირველი ადგილი უკავია ამერიკულ სასტუმრო Starwood Hotel Group-ის ლობიდან როიალის ქურდობას. მძარცველები არ დაუკავებიათ.

ვიღაც სასტუმროდან ერთჯერად შამპუნებს იპარავს, მაგრამ ერთ-ერთმა სტუმარმა დიდი ბრიტანეთის სასტუმრო Franklin Hotel-დან ნომრის აღმნიშვნელი აბრა მოიპარა. დანაკარგი მხოლოდ მაშინ შეამჩნიეს, როდესაც სხვა სტუმარი თავის ნომერს უშედეგოდ ეძებდა.

კიდევ ერთი უცნაური ქურდობა იაპონიის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. წყვილმა ჩინეთიდან გადაწყვიტა, რომ სასტუმროდან უნიტაზის თავსახური წაეღოთ. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ეს ფაქტი აღმოაჩინეს, თუმცა თავდაპირველად სტუმრები ამტკიცებდნენ, რომ თავსახურავი ნომერში მცხოვრებმა წინა სტუმარმა წაიღო, თუმცა მოგვიანებით აღიარეს, რომ ეს მათ ჩაიდინეს და უნიტაზის თავსახური სუვენირად სჭირდებოდათ.

თურქეთის ერთ-ერთი სასტუმროდან წყვილმა, რომელიც რუსეთიდან იყო, სასტუმროს ნომრიდან გამოიტანა ყველაფერი, რისი გატანაც შეიძლებოდა - ტუალეტის ქაღალდები, პირსახოცები, ხალათები და ნომერში განთავსებული მაცივრიდან ყველაფერი. 2 ჩემოდანი გაავსეს, თუმცა უსაფრთხოების სამსახურმა ეს დააფიქსირა, წყვილს ყველაფერი დაატოვებინა და თანაც 232 დოლარი გადაახდევინა. სწორედ ასე შეფასდა ცოლ-ქმრის მიერ სასტუმროდან გატანილი ნივთები.

ახალგაზრდა წყვილმა ავსტრალიის ერთ-ერთი სასტუმროდან ველოსიპედი მოიპარეს, თუმცა ამ შემთხვევაშიც ის უსაფრთხოების სამსახურმა აღმოაჩინა.

2005 წელს კი შვეიცარიაში მდებარე სასტუმროდან Victoria-Jungfrau Grand Hotel and Spa სპორტული შეჯიბრებებისთვის განკუთვნილი 100-კილოგრამიანი ლოდი მოიპარეს. მძარცველებისთვის ხელი არ შეუშლია არც ლოდის წონას და არც იმას, რომ ის სასტუმროს ლობში იყო.

და ისმის კითხვა, როგორ იცავენ თავს ამ დროს სასტუმროები? პირველი - სტუმრის მიერ ნომრის დატოვებისთანავე ოთახებს ამოწმებენ, ზოგ სტუმარს სთხოვენ დაბლა დალოდებას. ხშირად შემოწმება ძალიან მარტივად ხდება, სანამ სტუმარი ჩადის ქვემოთ, ნომერი სწრაფად მოწმება, რის შემდეგაც მისაღებში იღებენ ინფორმაციას, ყველაფერი ნორმალურად არის თუ რაღაც აკლია.

ბევრი სასტუმრო, იმისათვის, რომ დაიცვას თავისი საკუთრება, ავეჯს და ინტერიერს კედლებზე და იატაკზე ამაგრებენ. მაგალითად, იგივე ფენი ყველა ნომრის აბაზანაში უკვე კარგად არის მიმაგრებული და მისი გამოტანა შეუძლებელია, ოთახშიც კი.

პრობლემად დღემდე რჩება მინი-ბარი. თუმცა აქაც ზოგიერთმა სასტუმრომ ფასიან ნივთის არებაზე სენსორული შეტყობინების სისტემა დანერგა, რა დროსაც თანხა ნომრის ანგარიშს ავტომატურად ემატება.

ქურდობის დროს სასტუმროს თანმშრომლები ქურდ ტურისტს ნივთების დაბრუნებას ან თანხას სთხოვს, და თუ ტურისტს ფული არ აქვს, იძახებენ პოლიციას, რომელიც თავად გადაწყვეტს ტურისტის მიმართ, რა ზომები უნდა გატარდეს.

თუმცა თუ ტურისტმა, ვინც სასტუმროდან ნივთი გამოიტანა და სახლში დაბრუნდა „მშვიდობიანად“, სულ არ ნიშნავს იმას, რომ სასტუმროში მისი ქურდობის ფაქტი ვერავინ შეამჩნიეს, რადგან პასპორტის მონაცემები ყველგან აქვთ და უპრობლემოდ შეუძლიათ ის იპოვონ. ხშირად „ქურდი“ სტუმრები „შავ სიაში“ შეჰყავთ და მას იგივე სასტუმრო მეორედ აღარ მასპინძლობს.