Spotlight 2014-ი შედგა

8 ივნისს, თბილისმა Spotlight-ს მეორედ უმასპინძლა.

Spotlight-ი ინტერნეტ ჟურნალ "მარკეტერის" ორგანიზებული და ამავდროულად პირველი ქართული მარკეტინგული ღონისძიებაა.

მისი წინამორბედისგან განსხვავებით, წლევანდელი ღონისძიება ბევრად მასშტაბური იყო. ამჯერად Spotlight-ს 350 დელეგატი დაესწრო. ღონისძიებაზე 13 წუთიანი სიტყვით თორმეტი სპიკერი გამოვიდა და მათ საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები გაუზიარეს აუდიტორიას, სპიკერთა სია კი ასე იყო დაკომპლექტებული:

დავით გელაშვილი - ბორჯომი, Gary Koeb - TBC ბანკი, ბაჩო მებურიშვილი - Betterfly, ნიკა გვენცაძე - Geocell, ირინა დუმბაძე - ACT, დავით ბირმანი - საქართველოს ბანკი, თინათინ სტამბოლიშვილი - GPIH ჰოლდინგი, კახა მაღრაძე - GEPRA, ნათია კვაჭანტირაძე - Wissol Group, ირაკლი საღინაძე - Formula Creative, თათა მორჩილაძე - ახალი ნათება, ირაკლი კაკაბაძე - TV11.

საღამოს ბოლოს, დამსწრე საზოგადოებამ, ანონიმური ხმის მიცემის პროცედურით თავად გამოავლინა საკუთარი რჩეული და Spotlight 2014-ის “საუკეთესო სპიკერის” წოდება ნათია კვაჭანტირაძემ მოიპოვა.

სარეკლამო კომპანია "პატიოარტის" რჩეული კახა მაღრაძე გახდა და მას საჩუქრად მოგზაურობა სტამბულში და მუსიკოს - დევიდ გუეტას კონცერტზე ბილეთი გადაეცა.

Spotlight 2014 წარმატებით ჩატარდა, მომდევნო ქართულ მარკეტინგულ ღონისძიებას კი აუდიტორია მომავალ წელს იხილავს. Spotlight 2014-ის ვიდეოები უახლოეს მომავალში განთავსდება ღონისძიების ოფიციალურ გვერდზე www.spotlight.ge და Facebook გვერდზე https://www.facebook.com/spotlightge

ღონისძიება ვერ ჩატარდებოდა, რომ არა მისი მხარდამჭერები. Spotlight 2014-ის სპონსორები: პლატინის სპონსორი - ბორჯომი, ოქროს სპონსორი - ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი “ეისითი” (ACT), გენერალური სპონსორი - სარეკლამო კომპანია Patio Art, ვერცხლის სპონსორი - სავაჭრო ცენტრი “ქარვასლა”. ოფიციალური პარტნიორები: OTO|DEV, LIG Studio და Rembow. მხარდამჭერები: კასტელი, Diefenbach, კახეთის ტრადიციული მეღვინეობა (KTW), Mymaika.ge. ოფიციალური მასპინძელი - გამოფენების ცენტრი ექსპო ჯორჯია. მედია მხარდამჭერები: TV11, PalitraTV, "ტაბულა", რადიო "იმედი", ჟურნალი "გზა", Ipn.ge, Bpn.ge, Forbes, Caucasus Business Week, Wis.ge, Feme.ge, News.ge, Myvideo.ge, Pink.ge, FocusTV, Marketer.ge