იაპონიაში ტაიფუნის მიახლოების გამო, 377 შიდა ავიარეისი გაუქმდა, ნაწილობრივ შეჩერდა საზღვაო მიმოსვლა

იაპონიაში ტაიფუნი „ჯონდარის“ მიახლოების გამო, 377 შიდა ავიარეისი გაუქმდა და ასევე ნაწილობრივ შეჩერდა საზღვაო მიმოსვლა. ამის შესახებ იაპონური ტელეარხი NHK იუწყება.ტაიფუნი „ჯონდარი“ წყნარი ოკეანიდან ჩრდილო-დასავლეთით მიემართება და დღეს დილით იაპონიის სანაპიროს მიუახლოვდა.

სინოპტიკოსების თქმით, ტაიფუნი შემდეგ მიმართულებას შეიცვლის დასავლეთით და კანსაის რეგიონს დაარტყამს.

ტაიფუნის მიახლოებასთან დაკავშირებით, დაახლოებით 80 ათასმა ადამიანმა ევაკუაციის რეკომენდაცია მიიღო.