2018 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 2 995.9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე 4 941 ნებართვა გაიცა.„საქსტატის“ ცნობით, ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა - ნაგებობების მშენებლობაზე.
აქედან, შედარებით დიდი წილით გაცემულ ნებართვებში მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსებია წარმოდგენილი. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე ქვეყნის 3 რეგიონზე, კერძოდ, 29.3 პროცენტი თბილისზე, 16.3 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, 11 პროცენტი კი - ქვემო ქართლის რეგიონზე მოდის.
ოფიციალური სტატისტიკით, 2018 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულია 928.9 ათასი კვ.მ. ფართობის 1 163 ობიექტი. 2017 წლის შესაბამის პერიოდში კი ექსპლუატაციაში შევიდა 1190.1 ათასი კვ.მ. ფართობის 1334 ობიექტი.