ნატურალური რძისა და მისგან დამზადებული რძის პროდუქტების დღგ-ისგან გათავისუფლდების შესახებ, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიმდინარე თვის დასაწყისში განაცხადა.კანონპროექტის მიღების მიზეზი საქართველოში რძის და რძის ნაწარმის წარმოების განვითარების ხელშეწყობის მიზანშეწონილობაა.
„მოქმედი კანონმდებლობით, დღგ-სგან თავისუფლდება მხოლოდ 2 ლიტრზე მეტი პირველად საფუთავებში ჩასხმული რძე (2 ლიტრამდე პაკეტებში განთავსებულ ნატურალურ რძეს ეცვლება სასაქონლო კოდი, რის გამოც, მის მიწოდებაზე შესაძლებელია არ გავრცელდეს დღგ-ში არსებული საგადასახადო შეღავათი) და საქართველოში წარმოებული ყველი. ცვლილებების მიხედვით კი, ნატურალური რძისა და რძის ნაწარმის მიწოდება სრულად თავისუფლდება დღგ-სგან ჩათვლის უფლებით,“- აღნიშნულია პროექტში.
ამასთან, როგორც პროექტშია აღნიშნული, წინასწარი ინფორმაციით, ცვლილებების შედეგად, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს წლიურად შესაძლებელია 35 მლნ. ლარი დააკლდეს.