აგვისტოდან ან სექტემბრიდან 23-დასახელების მედიკამენტი პენსიონერებისა და შშმ პირებისთვის ნახევარ ფასში გაიყიდება

ფარმაცევტული კომპანიები 23-დასახელების მედიკამენტს პენსიონერებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ნახევარ ფასში გაყიდიან.

ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა.

სასიცოცხლოდ აუცილებელ, დაახლოებით 300-400 დასახელების მედიკამენტზე ფასის რეგულირება უნდა მოხდეს. ამის რამდენიმე მეთოდი არსებობს - ან უნდა დაფიქსირდეს მოგების მარჟა ან ე.წ. ეტალონური ფასები, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია ეტალონად რამდენიმე ქვეყანა ავიღოთ და მწარმოებლებს ვუთხრათ, რომ ფასი ამ ქვეყნებში არსებული ფასის მიხედვით იყოს.

ამასთან, სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივის ფარგლებში, ფარმაცევტული კომპანიები ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, 23-დასახელების მედიკამენტს პენსიონერებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ნახევარ ფასში გაყიდიან. ეს აგვისტოდან ან სექტემბრიდან დაიწყება. თუკი ტენდენცია შენარჩუნდება და ასორტიმენტი გაფართოვდება, მაშინ პირდაპირი რეგულირების აუცილებლობა აღარ იქნება, მაგრამ თუ ტენდენცია ვერ შენარჩუნდა, მაშინ რეგულირება აუცილებელია,“-აღნიშნა ზოიძემ.