"ელიტ ელექტრონიქსმა" ახალი კონცეფციის მაღაზია გახსნა

"ელიტ ელექტრონიქსის" ახალი კონცეფციის მაღაზია ქავთარაძის ქუჩის #1-ში, "გუდვილის" წინ გაიხსნა.

მაღაზია "ელიტ ელექტრონიქსის" გენერალურმა დირექტორმა, ლადო ჯობავამ და კომპანია "ბოშის" გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორმა, არეკ ერზუმოღლუმ გახსნეს.

ლადო ჯობავას განცხადებით, ახალი მაღაზია არის ყველაზე დიდი "ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზია საქართველოს მასშტაბით.

"მაღაზიის ფართი შეადგენს 3000 კვადრატულ მეტრს, რომელშიც არის ფართო ასორტიმენტი: ბავშვთა გასართობი კუთხე, ასევე კაფეტერია ანუ ყველაფერი არის იმისთვის, რომ ჩვენმა მომხმარებელმა თავი იგრძნოს კომფორტულად. ასევე ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ ხარისხიან ტექნიკას, ხარისხიან მომსახურებას და საუკეთესო პირობებს", - აღნიშნა ლადო ჯობავამ.

ასევე სამი დღით, მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს: ბოშის მაცივარი 250 ლარიანი ფასდაკლებით, მხოლოდ 999 ლარად, ჰიუნდაის კონდიციონერები 4 წლიანი გარაანტიით, 549 ლარად და ერთი მეტრი დიაგონალის ჰიტაჩის ტელევიზორი 659 ლარად.

გარდა ამისა, მოცემულ მაღაზიაში მოქმედებს "ელიტ ელექტრონიქსის" მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაგეგმილი აქციები, რომელიც მიმდინარეობს კომპანიის მთელ ქსელში.

"ელიტ ელექტრონიქსი" დღესდღეობით ტექნიკის ბაზარზე ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელითაა წარმოდგენილი, კომპანია მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე 35-მდე მაღაზიას ფლობს.

"ელიტ ელექტრონიქსის" ქსელში 1200-მდე ადამიანია დასაქმებული.