ივნისში, ვადაგადაცილებული სესხები 26 მლნ ლარით შემცირდა და 383.7 მლნ ლარს გაუტოლდა.ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.6 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 48 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.
ამასთან, სებ-ის ცნობით, საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 54.5 პროცენტს გაუტოლდა.