პოლიტიკაში, ბიზნესში, სპორტსა თუ შოუბიზნესში გრძელვადიანი წარმატების მისაღწევად რამდენიმე ფაქტორი არსებობს.თუმცა უმეტესობას, ვინც დიდ წარმატებას აღწევს და ინარჩუნებს, ვისაც ლეგენდარული სტატუსი აქვს მოპოვებული, კომუნიკაციის და კამპანიების წარმართვის განსაკუთრებული უნარი აქვს. განსაკუთრებული უნარი კამპანიების სწორად წარმართვაშია, თანაც ისე, რომ მან ყველას დაამახსოვროს თავი.
ლეიბორისტები არ მუშაობენ: მარგარეტ ტეტჩერი; ახალი ლეიბორისტები, ახალი ბრიტანეთი: ტონი ბლერის მიერ ლეიბორისტული პარტიის რეპოზიციონირება; იმედის გამბედაობა: ობამა ამერიკისთვის; კამპანია "ნამდვილი სილამაზისათვის" (dove) - ეს იმ კამპანიების მცირე ჩამონათვალია, რომლებმაც მსოფლიო ნამდვილად შეძრეს.
დენი როჯერსის წიგნში - კამპანიები, რომლებმაც მსოფლიო შეძრეს - საზოგადოებასთან ურთიერთობის ევოლუცია მკითხველს იმ კამპანიებს აცნობს, რომლებმაც გარკვეული გავლენა მოახდინეს ამა თუ კომპანიის, პოლიტიკური ფიგურის თუ საზოგადოების გარკვეული ჯგუფების ცხოვრებაში.
დენი როჯერსის წიგნი მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ მკითხველს საშუალება ეძლევა გაეცნოს ცნობილი ჟურნალისტის აზრით უკანასკნელი 50 წლის საუკეთერსო პიარ კამპანიებს. გამოცემა განსაკუთრებით საინტერესოა ქართველი საზოგადოებისათვის, სადაც პიარი მეტ-ნაკლებად ახალი და მზარდი სფეროა.