Uber-მა უპილოტო სატვირთო ავტომანქანების შექმნის პროექტის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.კომპანიაში აცხადებენ, რომ მეტ კონცენტრირებას მსუბუქ ავტომობილებზე მოახდენენ, - წერს ტელეკომპანია BBC.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მეტი კონცენტრირების მოხდენა და ჩვენი ჭკუისა და ენერგიის მიმართვა მსუბუქ ავტომობილებზე არის საუკეთესო მიმართულება“ - მოჰყავს საიტს Uber's Advanced Technologies Group (ATG)-ის ხელმძღვანელის ერიკ მეიჰოფერის სიტყვები იმ განცხადებიდან, რომელიც ტელეკომპანიას ხელში ჩაუვარდა.
უპილოტო სატვირთოების პროგრამა 2016 წელს ჩაეშვა და მისი მთავარი მიზანი იყო გადაზიდვების უსაფრთხოება და ეფექტურობა. Uber-მა 2016 წლის შემოდგომაზე პირველად შეასრულა კომერციული გადაზიდვა სატვრითოთი, რომელმაც 193 კმ მანძილი დაფარა და ბორტზე Budweiser-ის ლუდი ჰქონდა.
როგორც BBC წერს, კომპანიის სატვირთო გადაზიდვების სერვისზე Uber Freight-ზე პრიორიტეტების ცვლილება გავლენას არ მოახდენს.
კოკა კვირკველია