„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად კვლავ სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა და პენსიები რჩება.კვლევის თანახმად, კითხვაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები რომელია, გამოკითხულთა 51% სამუშაო ადგილებს ასახელებს, 32% - სიღარიბეს, 28% - ფასების ზრდას, 28% - პენსიებს, 24% - ტერიტორიულ მთლიანობას, 21% - ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას, 17% - ხელფასებს, 15% - განათლებას, 10% - ადამიანის უფლებებს, 10% - რუსეთთან ურთიერთობას, 8% - სამართლიანობის აღდგენას, 6% - კრიმინალს, 5% - სამართლიან არჩევნებს, ხოლო 4-4% სასამართლო სისტემას და ნატო-ში გაწევრიანებას.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
კვლევაში ცდომილების ზღვარი +/-1,9%-ია.