„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) 2013-2017 წლებში მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯვის მიმოხილვას აქვეყნებს. ცნობისთვის, სარეზერვო ფონდი ძირითადად, ფორს-მაჟორული სიტუაციებისთვის არის განკუთვნილი.ორგანიზაციის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 595 ლარზე მეტი გაიცა. ამასთან, მათივე ცნობით, ფონდის მოცულობა ყოველწლიურად დაგეგმილთან შედარებით, მინიმუმ 80%-ით იზრდებოდა.
IDFI -ს მონაცემებით, ფონდის მთლიანი თანხის 26,17% (155 მლნ ლარზე მეტი) გაუთვალისწინებელ ხარჯებზე დაიხარჯა. ასევე ფონდის საგრძნობი ნაწილი იხარჯებოდა საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების ჩატარებაზე.