ევროკომისია უკრაინას 500 მილიონ ევროს გადაურიცხავს

ევროკომისია 17 ივნისს უკრაინას 500 მილიონი ევროს ოდენობის ტრანშს გადაურიცხავს.

ამის შესახებ ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამშაბათს ევროკომისიამ ევროკავშირის სახელით, ბაზრებიდან ისესხა 500 მილიონი ევრო 10 წლის ვადით, უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გასაწევად.

ფინანსური დახმარების პირველი ტრანში 100 მილიონი ევროს ოდენობით უკრაინამ მაისის ბოლოს უკვე მიიღო. ევროკავშირი უკრაინისთვის, როგორც ცნობილია, 1,6 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების გაწევას აპირებს. ყველა ეკონომიკური შეთანხმების შესრულების შემთხვევაში, უკრაინა ამ თანხის წლის ბოლომდე მიღებას შეძლებს.