Sony PlayStation-იდან ფულის კეთებას ვერ წყვეტს

კომპანია Sony-ის ახალი ხელმძღვანელი კენიჩირო იოშიდა სულ რამდენიმე თვეა კომპანიაში მოვიდა, მაგრამ მისმა წინამორბედმა კაზ ჰირაიმ კარგად აწყობილი ბიზნესი დაუტოვა, - წერს გამოცემა engadget.

იოშიდას საკუთარი ხედვები აქვს Sony-ს დიზაინთან დაკავშირებით და სამწლიანი გეგმა მეტი კონცენტრირებისთვის გართობის სერვისზე და გამოსახულებით ბიზნესზე. ის ნამდვილად კმაყოფილი იქნება კომპანიის ბოლო ფინანსური მონაცემებით. აქ არაფერია ექსტრაორდინალური, თუმცა Sony-მ მიმდინარე წლის მეორე ფინანსური კვარტლის განმავლობაში 17,9 მილიარდი შემოსავალი მიიღო, საიდანაც 1,8 მილიარდი სუფთა მოგებაა. ამ ციფრებში კი თავისი ლომის წილი აქვს PlayStation-ს.

PlayStation-ის ხელმძღვანელის ჯონ კოდერას განცხადებით, კომპანია იმდენ კონსოლს ყიდის, რამდენიც აქამდე არასდროს გაუყიდია. დღეს მსოფლიოში კონსოლების გაყიდვის შემცირება თითქოს ბუნებრივი პროცესია, მაგრამ ეს არ ეხება PS4 -ს, რომელმაც აპრილიდან ივნისის ჩათვლით 3.2 მილიონი კონსოლი გაყიდა, ხოლო 40 მილიონი თამაშის დისკი. ასევე მყარია PlayStation Plus-ის ხელმომწერთა რაოდენობაც - 33.9 მილიონი. დივიზიონმა კომპანიას 750 მილიონის შემოსავალი მოუტანა, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე კომპანიის სხვა დივიზიონების მაჩვენებლები.

კოკა კვირკველია