„თეგეტა მოტორსი“ საქართველოში Total -ის ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა

“თეგეტა მოტორსმა” პროფესიული ხელსაწყოების უმსხვილეს მწარმოებელ კომპანია Total-თან ექსკლუზიური პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა, - ამის შესახებ კომპანია „ტეგეტა მოტორსიდან“ იუწყებიან.მათივე ინფორმაციით, ხელშეკრულებას ბრენდის სათავო ოფისში, ჩინეთის ქალაქ სუნჯოუში მოეწერა ხელი.

როგორც „თეგეტა მოტორსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრენდი Total-ი არის სამუშაო იარაღების და სხვადასხვა პროფილური დანადგარების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი კომპანია მსოფლიოში.

„Total-ი აწარმოებს, როგორც სამოყვარულო, ასევე პროფესიონალური დანიშნულების უმაღლესი ხარისხის ხელის და ელექტრო ინსტრუმენტებს, თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით კომპანია მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე და პროდუქციის ხარისხზე.

კომპანიის მიერ წარმოებული თითოეული ინსტრუმენტი გადის მკაცრ ტესტირებას სხვადასხვა პირობებში, რაც ბრენდს საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს პროდუქციის მაღალი ხარისხი. გარდა სარემონტო და სამშენებლო ხელსაწყო/დანადგარებისა, კომპანია აწარმოებს ეზოს მოვლის უმაღლესი ხარისხის ხელისა და ელექტრო ინსტრუმენტებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც Total-ს კონკურენტებისაგან გამოარჩევს, არის ხელმისაწვდომობა და კონკურენტული, განსაკუთრებულად დაბალი ფასი, რაც გამოწვეულია კომპანიის ფილოსოფიით - მიაწოდონ მომხმარებელს ხარისხიანი, გამძლე პროდუქცია მაქსიმალურად დაბალ ფასად.

Total-ის ბრენდის მიერ წარმოებული პროდუქციის სრული ასორტიმენტი ხელმისაწვდომია „თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრებში მთელი საქართველოს მასშტაბით, ამასთანავე ელექტრო ინსტრუმენტების სრულ ასორტიმენტზე ვრცელდება ბრენდის ოფიციალური გარანტია.

„თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, ჰოლდინგი აერთიანებს 7 შვილობილ კომპანიას და 23 წელია მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანია ემსახურება 250 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 20 000-მდე კორპორატიულ მომხმარებელს. „თეგეტას“ ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც არის: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა. სასურველი პროდუქცია შეგიძლიათ შეარჩიოთ “თეგეტას” ონლაინ კატალოგში: shop.tegetamotors.ge“,- ნათქვამია ინფორმაციაში.