„სუპერ ოჯახი 2“ მილიარდერთა კლუბს შეუერთდა

Disney/Pixar-ის ერთობლივი ნაწარმი - ანიმაცია სახელწოდებით „სუპერ ოჯახი 2“(Incredibles 2) მსოფლიო კინოინდუსტრიაში მხოლოდ მეშვიდე ანიმაცია გახდა, რომელმაც მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.აქედან 5 Disney-ზე მოდის. ზოგადად კი ის ამ კინოკომპანიის მე-18 მილიარდ დოლარიანი პროდუქტია, ხოლო წელს მესამე Black Panther და Avengers: Infinity War-ის შემდეგ. წელს ერთადერთი მილიარდიანი ფილმი მოდის სხვა კომპანიაზე, ეს არის Jurassic World: Fallen Kingdom რომელიც კინოკომპანია Universal-ს ეკუთვნის.

574 მილიონით აშშ-ში და 430.9 მილიონით დანარჩენ მსოფლიოში „სუპერ ოჯახი 2“ - არის სიქველი 14 წლის წინ გამოსული ანიმაციისა, რომელსაც ჯერ კიდევ წინ ელოდება რამდენიმე მნიშვნელოვანი ბაზარი. გერმანიაში და იტალიაში ის სექტემბერში გამოჩნდება, ამ უქმეებზე გავიდა დიდ ეკრანებზე იაპონიასა და ესპანეთში, შესაბამისად, მისი სალარო შემოსავლების საბოლოო ციფრი ჯერ კიდევ გაიზრდება.

ცნობისათვის, Incredibles 2 არის პირველი ანიმაცია ამერიკის კინოისტორიაში, რომელმაც ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო და ის ყველა დროის ჩარტში მეცხრე ადგილზეა.

კოკა კვირკველია