ტოპ-6 ყველაზე მომგებიანი ბანკი საქართველოში

ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2018 წლის მეორე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

საანგარიშო პერიოდში ექვსი ყველაზე მომგებიანი ბანკის წმინდა მოგებამ ჯამში 384,336,287 ლარი შეადგინა. მთლიანად საბანკო სექტორის მოგება კი 413,023, 047 ლარი იყო.

ანგარიშგებების მიხედვით, ყველაზე მეტი მოგება „თიბისი ბანკმა“ მიიღო, რომლის წმინდა მოგებამაც საანგარიშო პერიოდში - 182,979,175 ლარი; დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ 293,278,899 ლარი შეადგინა; მის მიერ გადახდილმა მოგების გადასახადმა კი - 37,974,122 ლარი.

მას მოსდევს „საქართველოს ბანკი“, რომელმაც მე-2 კვარტლის მონაცემებით, 114,318,235 ლარის ოდენობის წმინდა მოგება ჰქონდა. დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ 264,795,410 ლარი შეადგინა. ხოლო მოგების გადასახადის სახით, როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, ბანკს არაფერი გადაუხდია.

29,903,008 ლარიანი წმინდა მოგებით ჩამონათვალში მესამე ადგილზეა - „ლიბერთი ბანკი“; ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს რეიტინგში „ვითიბი ბანკი“ და „ბაზისბანკი“ იკავებენ. შესაბამისად, მათმა წმინდა მოგებამ გასული წლის მონაცემებით, 25,682,039 და 15,883,837 ლარი შეადგინა.

„ბაზისბანკს“ მცირედით ჩამორჩება „პროკრედიტ ბანკი“, რომლის წმინდა მოგებამაც საანგარიშო პერიოდში 15,569,993 ლარი შეადგინა, სხვა კომერციული ბანკების წმინდა მოგება კი ამ ექვსთან შედარებით მნიშვნელოვნად განსხვავებულია და მცირეა.

2018 წლის მეორე კვარტალში ბაზარზე სულ 16 კომერციული ბანკი ოპერირებდა.