მომხმარებლებისთვის მატარებლის ბილეთების შეძენა „საქართველოს რკინიგზის“ აპლიკაციით იქნება შესაძლებელი.
„საქართველოს რკინიგზის“ პრესსამსახურის ცნობით, აპლიკაციის გადმოწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია და მისი სახელია Georgian Railway Tickets.
„გამგზავრებამდე გამცილებლებს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და QR კოდი უნდა წარუდგინოთ. App ბილეთების დაბრუნების საშუალებასაც იძლევა. სამენოვანი აპლიკაცია IOS, ANDROID და WINDOWS პლატფორმებზე არის მორგებული. გადმოტვირთე აპლიკაცია Georgian Railway Tickets და აირჩიე ყველაზე მარტივი გზა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.