2018 წლის მე-2 კვარტლის მონაცემებით კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების ღირებულებამ 211 833 608 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კომერციული ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, ყველაზე დიდი მოცულობის ქონება „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე ირიცხება. 2018 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, ბანკის მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობა 96,2 მლნ ლარს შეადგენს. მეორე ადგილზე - 57,7 მლნ ლარით არის „თიბისი ბანკი“. სამეულში შედის „ბანკი ქართუ“, რომლიც ანგარიშზეც 36,5 მლნ ლარიც დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება ირიცხება.
კომერციული ბანკების Top-5 დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების მაჩვენებლით: (წყარო: ეროვნული ბანკი)
საქართველოს ბანკი- 96 296 456 ლარი
თიბისი ბანკი - 57 750 111 ლარი
ქართუ ბანკი - 36 559 044 ლარი
ბაზისბანკი - 9 506 263 ლარი
ვითიბი ბანკი - 9 135 972 ლარი