კომპანია Apple-ის კაპიტალიზაცია, რომელმაც ოთხშაბათს 990 მილიარდ დოლარს მიაღწია (ზრდა 4,98%, 200,1 დოლარი აქციაზე) მეორე კვარტლის პოზიტიური მონაცემების ფონზე, ძალიან მალე მიაღწევს ტრილიონიან ნიშნულს. ამის შესახებ CNN „ვოლ სტრიტის“ ექსპერტებზე დაყრდნობით იუწყება.
Thompson Reuter Eicon-ის წარმომადგენლების აზრით, Apple-ის აქციებზე საცალო ფასი შესაძლოა, 210,64 დოლარამდე გაიზარდოს. Monnes, Crespi, Hardt & Co-ს ექსპერტის ბრაიან უაითის პროგნოზით, აქციებზე ფასი ერთბაშად 275 დოლარამდე გაიზრდება, შედეგად კი კომპანიის კაპიტალიზაცია მიაღწევს 1,35 ტრილიონს.
ცნობისათვის, Apple-ის გარდა ტრილიონიან ზღვარს უახლოვდებიან Amazon, 870 მილიარდის კაპიტალიზაციით და Alphabet (Google-ის მფლობელი კომპანია) 850- მილიარდის კაპიტალით.
კოკა კვირკველია