კომპანია Apple-მა მიმდინარე წლის მეორე ფინანსური კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა, რა პერიოდშიც 53,26 მილიარდის შემოსავალი მიიღო.
ეს 17%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე. კომპანიის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი საუკეთესოა კომპანიის საქმიანობის განმავლობაში.
ამასთან, 32%-ით, 11,52 მილიარდამდე გაზრდილია მოგებაც. ეს აქამდე გამოკითხული 10 ანალიტიკოსის პროგნოზს აღემატება.
მეორე კვარტლის განმავლობაში კომპანიამ 41,3 მილიონი სმარტფონი, 11,55 მილიონი პლანშეტი და 3,7 მილიონი ლეპტოპი გაყიდა. ყველაზე რენტაბელური პროდუქცია კი გახდა სმარტფონები, რომლებმაც გაყიდვების მხოლოდ 1%-ით გაზრდით კომპანიას მოუტანა 29,91 მილიარდის შემოსავალი. ეს 14%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
მომდევნო სამ თვეში კომპანია 60-62 მილიარდის შემოსავალს ელოდება.
კოკა კვირკველია