სამშენებლო სექტორზე რეგულაციების დაწესება ეს არის კომპრომისი, რომელზეც შეგნებულად უნდა წავიდეთ, რომ მდგრადი ეკონომიკური ზრდა მივიღოთ,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ივნისის თვეში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის შემცირების კომენტირებისას განაცხადა.
"მე უკვე პარლამენტში ვთქვი, ჩვენ 10%-იან ზრდას რომ მივაღწიოთ, დიდი შედეგი იქნება ჩვენთვის და გავიმეორებ, არარეალურია, რომ ჩვენ 10%-ზე მეტი ზრდა გვქონდეს და არც გვჭირდება. ეკონომიკური ზრდისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ ამასთან ერთად გვინდა დავიცვათ ადამიანების ჯანმრთელობა, გვინდა ვიცხოვროთ ქალაქში, სადაც გვექნება ნორმალური ჰაერი და ა.შ. ამას მოყვება რეგულაციები. ეკონომიკური ზრდა შემცირდა, რადგან ჩვენ დავარეგულირეთ მშენებლობები, რაც ქალაქში მიმდინარეობს, რომ ნორმალურად ვიცხოვროთ. ამან გამოიწვია ნებართვების გამკაცრება და მივიღეთ დარტყმა ეკონომიკურ ზრდაზე. ეს არის კომპრომისი, რომელზეც შეგნებულად უნდა წავიდეთ, რომ მივიღოთ მდგრადი ეკონომიკური ზრდა", - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
შეგახსენებთ, რომ ივნისის თვეში ეკონომიკური ზრდა 4% იყო.