დარიალში გზა 3-4  დღეში გაიხსნება

გაწმენდითი სამუშაოები ხეობაში ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.

დარიალში გზის გახსნა კვირის ბოლოს იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტში ადასტურებენ.

მათივე ინფორმაციით, კეთდება დროებითი გზა, რომელიც გადაზიდვებისთვის იქნება სანდო და სატვირთო ავტომობილებს რუსეთის მიმართულებით უსაფრთხოდ გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს. ადგილზე 70-მდე მძიმე ტექნიკაა მობილიზებული, რომელიც ხეობაში გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს.

ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით კი, გზა გაწმენდილია, მაგრამ არ არის მზად იმისთვის, რომ ”ტრაილერებმა” იარონ. მინისტრი ადგილზე ჩასვლას და სიტუაციაში გარკვევას კვირის ბოლოს გეგმავს.