"იანვარ-ივნისის მდგომარეობით, ტურიზმიდან შემოსავალი 1,661 მლნ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 305 მილიონით მეტია"

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის იანვარი-ივნისის მდგომარეობით, უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შემოსავალი 1,661 მილიონ დოლარს შეადგენს (ზრდა - 28.9%), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 305 მილიონით მეტია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2018 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 551 მილიონ დოლარს (ზრდა - 29.4%), რაც 125 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

„2017 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 2.7 მილიარდ (2,704,339,872) დოლარს (ზრდა - 28.1%), რაც 594 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით შეადგენს 6.8%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით 16.6%-ია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2017 წლის ჯამური მონაცემებით წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.9% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-ს შეადგენს.