იაპონურმა კომპანია Sharp-მა მიიღო გადაწყვეტილება მომავალი წლის სექტემბრისთვის მაცივრების წარმოება შეწყვიტოს. ქარხანა, სადაც კომპანია მაცივრებს ამზადებს, ოსაკას პრეფექტურაში მდებარეობს.
ეს არის უკანასკნელი საწარმო იაპონიაში, სადაც კომპანია მსხვილგაბარიტიან საყოფაცხოვრებო ტექნიკას აწარმოებს. კომპანიამ ასევე გამოაცხადა, რომ დახურავს საწარმოს კიდევ ერთ პრეფექტურაში ტოტიგიში, სადაც ტელევიზორებისთვის თხევადკრისტალურ პანელებს აწარმოებს.
ამასთან, კომპანია შეინარჩუნებს მისი საყოფაცხოვრებო ტექნიკის შემუშავების ცენტრს ოსაკაში. ამასთან, ის თანამშრომლების შემცირებას არ გეგმავს და აპირებს მათ სხვა ადგილებზე გადანაწილებას.
როგორც გამოცემა Nikkei წერს, Sharp-ის ბრენდის ქვეშ საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოება ამიერიდან უმეტესად ჩინეთში და ტაილანდში მდებარე საწარმოებში მოხდება.
როგორც ცნობილია, ტაივანურმა კორპორაცია Hon Hai Precision Industry-იმ 2016 წელს Sharp-ის აქციების 66% დაახლოებით 3,5 მილიარდ დოლარად შეიძინა, რომელიც იმ დროს მნიშვნელოვან კრიზისს განიცდიდა სამხრეთ კორეული კომპანიების მხრიდან გაზრდილი კონკურენციის გამო.
კოკა კვირკველია