ირაკლი ღარიბაშვილმა TBC ბანკს ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასვლა მიულოცა

"თიბისი ბანკი" ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავიდა. აღნიშნულს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და "თიბისი ბანკს" წარმატება მიულოცა. მისი განცხადებით, ,,თიბისი ბანკმა" გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს წარმოსაჩენად.

"ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებით ბანკმა გლობალური მნიშვნელობის ტრანზაქცია განახორციელა. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია აქციების წარმატებული პირველი განთავსება და დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, სკანდინავიისა და ევროპის სხვა ქვეყნების ასამდე აღიარებული ინსტიტუციონალური ინვესტორის მონაწილეობა. შედეგად, ,,თიბისი ბანკი" შეუერთდა მსოფლიოს წამყვანი საჯარო კომპანიების რიცხვს", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ტრანზაქციის წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ინვესტორებს ეჭვი არ ეპარებათ საქართველოს სტაბილურობასა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის პოტენციალში.