„გალერია თბილისში“ რამდენიმე თვეში სასტუმრო გაიხსნება

სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისის“ ბოლო სართულზე მიმდინარე წლის ბოლომდე 90-ნომრიანი სასტუმრო გაიხსნება.

ამავე პერიოდში დაგეგმილია საოფისე ფართების მშენებლობის დასრულებაც. 2019 წელს კი, არსებულ პროექტს მინიმუმ 250 სტუმარზე გათვლილი ჰოსტელი შეემატება.

შეგახსენებთ, რომ პროექტი „გალერია თბილისი“ თანაინვესტირების ფონდს ეკუთვნის, რომელმაც 97 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

9-სართულიანი მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი, რომლის საერთო ფართი 65, 000 მ²-ს შეადგენს, აერთიანებს 100-მდე მაღაზიას, ბოულინგ და ბავშვთა გასართობ ცენტრებს, სერვისისა და კვების ობიექტებს, თავისუფალ “ და „ალ. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატულ“ თეატრებს. ამასთან, შენობაში ინტეგრირებულია მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“, რაც საგრძნობლად ამარტივებს სავაჭრო ცენტრში მოხვედრას.