აუქციონზე 20 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ეროვნული ბანკის დღევანდელ, 182-დღიან #25, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფასიანი ქაღალდები სამმა კომერციულმა ბანკმა შეიძინა.

მათივე განმარტებით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.30 პროცენტით, მაქსიმალური 4.37 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი კი 4.33 პროცენტით განისაზღვრა.