აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ჯეფრი ჯერიშის განცხადებით, აშშ-ის ხელისუფელბა თურქეთის იმპორტის პრეფერენციის(GSP) პროგრამაში მონაწილეობას გადახედავს.ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„ტრამპის ადმინისტრაცია შეშფოთებულია თურქეთის მხრიდან GSP-ში კრიტერიუმების დაცვით. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ თურქეთი იმუშავებს ჩვენთან, რათა გადაჭრას უთანხმოება, რომელმაც მიგვიყვანა ამერიკის ბაზარზე წვდომის გადახედვაზე“ - აცხადებს ჯერიში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თურქეთმა დააწესა დამატებით 1,78 მილიარდის ოდენობის ამერიკულ პროდუქციაზე საბაჟო ტარიფები.
მანამდე, პირველ აგვსიტოს აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ დააწესა სანქციები თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის სულეიმან სოილუსა და იუსტიციის მინისტრის აბდულჰამიტ გიულის წინააღდმეგ, იმის გამო, რომ თურქეთი არ აძლევს უფლებას ამერიკელ მღვდელს ენდრიუ ბრანსონს სამშობლოში დაბრუნების საშუალებას. ეს შეზღუდვა კონგრესის მიერ 2016 წელს მიღებული „მაგნისტკსის სიის“ ფარგლებში მოხდა, რომელიც მიმართულია იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ვაშინგტონის აზრით, მხილებულნი არიან ადამიანის უფლებათა დარღვევასა და კორუფციაში. თურქი მაღალჩნოსნების წინააღმდეგ შეზღუდვები დონალდ ტრამპის ბრძანებით ამოქმედდა.
კოკა კვირკველია