თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი დაიმუქრა, რომ მიიღებს გადაწყვეტილებას გაყინოს მის ქვეყანაში ამერიკელი მაღალჩინოსნების აქტივები, ამერიკის მიერ თურქეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პასუხად, რომელიც მღვდელ ენრდიუ ბრანონის დაპატიმრებას მოჰყვა.
როგორც თურქული პრესა წერს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გასცა ბრძანება აშშ-ის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების თურქეთში არსებული აქტივების გაყინვასთან დაკავშირებით.
„ისინი, ვინც ფიქრობს, რომ თურქეთი უკან დაიხევს სანქციების აბსურდული გადაწყვეტილების გამო, არ იცნობენ ამ ქვეყანას და მის ხალხს“ - განაცხადა ერდოღანმა და დასძინა, რომ ანკარა არ აპირებს ისეთ თამაშში ჩართვას, რომელიც ორივე მხარისთვის წამგებიანი იქნება. მან ასევე გამოხატა თავდაჯერებულება, რომ მხარეები შეძლებენ უთანხმოების გადაჭრას ბევრს საკითხზე, რომელის ორ ქვეყანას შორის არსებობს.
მანამდე კი ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცდა, რომ მიუხედავად უთანხმოებისა სხვადასხვა საკითებში, აშშ თურქეთს ნატოს ფარგლებში მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს. მან სინგაპურში შეხვედრა გამართა თურქ კოლეგასთან. ეს მოლაპარაკებები კი სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან შეფასდა როგორც „კონსტრუქციული“. შეხვედრების შემდეგ მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ვაშინგტონის მიერ ანკარას წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მიზნის მიღწევას ვერ მოემსახურება. ეს შეხვედრა კი მას შემდეგ გაიმართა, რაც აშშ-მა თურქეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეთ მინისტრების წინააღმდეგ სანქციები დაეწესა.
კოკა კვირკველია