ამერიკულმა კომპანია Starbucks-მა, რომელიც მსოფლიოში ყავახანების უმსხვილეს ქსელს ფლობს და ჩინურმა ინტერნეტ გიგანტმა კომპანია Alibaba Group Holding-მა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გამოაცხადეს.
შეთანხმების თანახმად Starbucks-ი ითანამშრომლებს კომპანია Alibaba-ში შემავალ საკვანძო კომპანიებთან, მათ შორის, კვების მიწოდების სერვისის კომპანია Ele.me-სთან, სუპერმარკეტების ქსელ Hema-სთან და ასევე კომპანიებთან Tmall, Taobao და Alipay-სთან.
მიმდინარე წლის სექტემბრიდან Starbucks-ი პეკინისა და შანჰაის მთავარ სავაჭრო ობიექტებში 150 ყავახანით ფუნქციონირებას დაიწყებს. ასევე შექმნის ვირტუალურ მაღაზიას - პერსონალიზირებულ ონლაინ სერვისს ჩინელი მომხმარებლებისთვის. მიმდინარე წლის ბოლომდე კი ახალი სერვისი ხელმისაწვდომი გახდება 2 ათასზე მეტ წერტილში ჩინეთის 30 ქალაქში.
როგორც ცნობილია Starbucks-ს გააჩნია მსოფლიოში უმსხვილესი ყავახანის ქსელი - 24 ათასზე მეტი წერტილი მსოფლიოს 70 ქვეყანაში.
Alibaba კი ჩინეთის ონლაინ კომერციის უმსხვილესი პლატფორმაა. მასზე მოდის ქვეყნის ონლაინ კომერციის 80%.
Ele.me - კი ჩინეთის კვების მიწოდების უმსხვილესი ქსელია, რომელშიც 3 მილიონი კურიერია დასაქმებული.
კოკა კვირკველია