3 აგვისტოს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) თანამონაწილეობით გაიმართა დამსაქმებელთა ტური.
ამ ორი პარტნიორი ორგანიზაციის ურთიერთობას ხანგრძლივი ისტორია აქვს, 2016 წელს შიდა ქართლში ჩატარებული ერთობლივი დასაქმების ფორუმი მათი თანამშრომლობის წარმატებული მაგალითია. საგრანტო პროექტი ინოვაციური სოციალურ-ეკონომიკური მოდელების დანერგვით თეთრიწყაროს რეგიონში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
ამჯერად, ასოციაციამ სურვილი გამოთქვა, რომ დასაქმების ფორუმამდე კომპანიის წარმომადგენლები მიეწვიათ დამსაქმებელთა ტურზე, რათა ადგილზე გაცნობოდნენ მოსახლეობის მოთხოვნებს და არსებულ ვაკანსიებზე ემსჯელათ. რეგიონალური ფორუმის მოსამზადებელ ტურში ხუთი მსხვილი კომპანია ჩაერთო. მოწვეული სტუმრები, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, პროექტის ENPARD ფარგლებში მიმდინარე და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორცილებულ პროექტებს გაეცნენ. ეს გამოცდილება და ინფორმაციის გაცვლა,დამსაქმებლებს დაეხმარება ადგილობრივი მაძიებლებისათვის სამომავლოდ ოპტიმალური შეთავაზებების წარმოდგენაში.
ვიზიტისას 28 სექტემბერს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, შეირჩა ერთობლივი ფორუმის ჩატარების ადგილი და დაისახა შემდგომი თანამშრომლობის სტრატეგია. სამომავლოდ დაგეგმილ ფორუმში მოსამზადებელ სამუშაოებში ჩართული ხუთი კომპანიაც მიიღებს მონაწილებას.
ფორუმის მიზანია, სამუშაოს მაძიებლებს დაეხმაროს დამსაქმებლებთან კომუნიკაციაში, რათა მათ ერთ სივრცეში მიიღონ რამდენიმე დამსაქმებლისგან აქტიური ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია, ასევე, გაეცნონ ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების ხელშემწყობი სერვისების და პროგრამების შესახებ ქვეყნის მასშტაბით.