ზუგდიდის რაიონში, „წითელ ხიდსა“ და „სარფში“ არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში "სარფი“ და ,,წითელი ხიდი“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ჯამში, 1940 ღერი, არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს ა.ტ-სა და ჯ.მ-ს, არადეკლარირებული სიგარეტი, ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური და კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოაჩნდათ.

მათი ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ა.ტ-ს, სანქციის სახით, ჩამოერთვა საქონელი და ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა. ხოლო, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჯ.მ-ს, ჩამოერთვა საქონელი, სატრანპორტო საშუალება და ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.

ამასთან, 28 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით, სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე, შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს ზუგდიდის რაიონშიც.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, კონტროლის ღონისძიებები სოფელ ყულიშკარსა და რუხში განხორციელდა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლით გათვალისწინებული, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის - ჯამში 19820 სიგარტის ღერის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმის მასალები კი გაეგზავნა სასამართლოს.