დონალდ ტრამპი: გაზრდილი გადასახადებისგან შემოსული თანხა სახელმწიფო ვალის დაფარვას მოხმარდება

ფულადი სახსრები, რომელსაც ამერიკა გაზრდილი სატარიფო გადასახადებისგან მიიღებს, აშშ-ის სახელმწიფო ვალის დაფარვას მოხმარდება. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„გადასახადების შედეგად ჩვენ შევძლებთ დავფაროთ მსხვილი სახელმწიფო ვალი 21 ტრილიონი დოლარის ოდენობით, რომელიც დაგროვდა ობამას მმართველობისას. ამავდროულად, შევამცირებთ გადასახადებს ჩვენს მოქალაქეებზე. სულ ცოტა ჩვენ ბევრად უკეთესს გავხდით სავაჭრო ურთიერთობებს აშშ-სთან,“ - დაწერა პრეზიდენტმა.

მან კიდევ ერთხელ მიუთითა იმ წარმატებაზე, რომელიც მიღწეულია ამ გადასახადების შემოღებით. „ყველა ქვეყანას დედამიწაზე სურს ამერიკის სიმდიდრის წართმევა, შედეგად ყოველთვის ვზარალდებით ჩვენ. როცა ისინი მოდიან, მე ვამბობ, დაუწესეთ მათ გადასახადები. თუ მათ არ სურთ მისი გადახდა, მაშინ უნდა შექმნან ან აწარმოონ საკუთარი პროდუქცია აქ, შტატებში“, - განაცხადა ტრამპმა.

კოკა კვირკველია