1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4500 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4500 ლარი გახდა.ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4500 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4484 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8261 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8340 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0079 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.