Fitch Ratings-მა „ხალიკ ბანკ საქართველოს“ პროგნოზი „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გაზარდა და ბანკის გრძელვადიანი რეიტინგი "BB-" დაადასტურა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა „ხალიკ ბანკ საქართველოს“ პროგნოზი „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გაზარდა და ბანკის გრძელვადიანი რეიტინგი "BB-" დაადასტურა.

პროგნოზის „პოზიტიურამდე“ გაზრდა ბანკის 100%-იანი აქციონერის - „ხალიკ ბანკ ყაზახეთის“ მიმართ ანალოგიურ ქმედებას მოჰყვა - Fitch-მა მას გრძელვადიანი რეიტინგი "BB"-მდე გაუზარდა.

სააგენტოს „ხალიკ ბანკ საქართველოს“ რეიტინგის გაუმჯობესების ერთ-ერთ ფაქტორად სათაო ოფისის პოტენციურ მხარდაჭერას ასახელებს.

„ხალიკ ბანკ საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგისა და მხარდაჭერის რეიტინგები განპირობებულია იმ პოტენციური მხარდაჭერით, რომელიც ბანკმა საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მიიღოს მისი ერთადერთი აქციონერისგან - „ხალიკ ბანკ ყაზახეთისგან“. „ხალიკ ბანკ საქართველოს“ და „ხალიკ ბანკ ყაზახეთის“ რეიტინგებს შორის ერთდონიანი განსხვავება ასახავს ცენტრალურ ოფისსა და შვილობილ კომპანიას შორის ურთიერთობის ხასიათს და ამ დრომდე „ხალიკ ბანკ საქართველოს“ მიერ შეტანილ შეზღუდულ წვლილს ჯგუფის მთლიან საქმიანობაში. „ხალიკ ბანკ საქართველოს“ პოზიტიური პროგნოზი დედობილი კომპანიის პროგნოზისგან არ განსხვავდება“, - აღნიშნულია Fitch-ის ვებ-გვერდზე.

თუმცა, როგორც სააგენტოს ვებ-გვერდზეა აღნიშნული, Fitch-მა „ხალიკ ბანკ საქართველოს“ ეკონომიკური ეფექტურობის რეიტინგი „ხალიკ ბანკ ყაზახეთთან“ მისი ხელმძღვანელობის, ოპერაციული ინტეგრირებისა და დედობილი კომპანიის მხრიდან დაფინანსებაზე მნიშვნელოვანი დამოკიდებულების გამო არ მიანიჭა.

რეიტინგის შედეგები კი ასე გამოიყურება: „ხალიკ ბანკ საქართველო“ გრძელვადიანი რეიტინგი: "BB-" დადასტურებული, პროგნოზი „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გაიზარდა; მოკლევადიანი რეიტინგი - "B" დადასტურებული; მხარდაჭერის რეიტინგი - „3“ დადასტურებული.

R