როგორი იქნება ვაშლიჯვრის ესტაკადა, რომლის  მშენებლობაც 6 თვეში დასრულდება (+ვიდეო)

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის ინფორმაციით, ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობა 6 თვეში დასრულდება.

მისივე თქმით, პროექტის ჯამური ღირებულება 4 მლნ 300 ათასი ლარია.

„დღეს ვიწყებთ ვაშილჯვრის ესტაკადის მშენებლობის სამუშაოებს. სამუშაო პროცესი 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება არის 4 მლნ 300 ათასი ლარი. რაც შეეხება შეზღუდვებს, აქ საუბარი არის, რომ შეიძლება შეზღუდვები იყოს რამდენიმე დღით მარშალ-გელოვანის გამზირზე და იქაც საუბარია შეზღუდვაზე და არა გზის გადაკეტვაზე. სხვა სახის შეზღუდვები პროექტის განმავლობაში არ იგეგმება", - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

ამავე თემაზე იხილეთ:რა ვიცით კომპანიაზე, რომელიც ვაშლიჯვარი-გელოვანის გამზირის დამაკავშირებელ ესტაკადას ააშენებს