თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით ქვეყნის მესამე ატომური ელექტროსადგურის პროექტს ჩინეთი განახორციელებს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ფატიჰ დომნეზმა განაცხადა.
„აკუიასა და სინოპში აეს-ების მშენებლობის შემდეგ, ჩვენი მესამე პროექტი განხორციელდება თრაკიაში. მას ჩვენ ჩინელებთან ერთად ავაშენებთ“, - აცხადებს მინისტრი, რომლის ციტირებას ახდენს CNN Turk.
ჩინეთის მხრიდან მესამე აესის მშენებლობის საკითხი მანამდე თურქეთისა და ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა განიხილეს. თემას ასევე შეეხნენ პრეზიდენტები ერდოღანი და ძიანპინი იოჰანესბურგში გამართულ „ბრიკსის“ მეათე სამიტზე.
ამ დროისთვის თურქეთში პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა ხმელთაშუაზღვის ნაპირზე აკუიაში მიმდინარეობს, რომელსაც რუსული კომპანია "Росатом" ახორციელებს. როგორც მოსალოდნელია პირველი ბლოკის ჩაშვება 2023 წლისთვის იგეგმება.
მეორე ატომური ელექტროსადგურის აშენებას ანკარა ქალაქ სინოპში აპირებს, შავი ზღვის სანაპიროზე. მის მშენებლობას ფრანგულ-იაპონური კონსორციუმი დაიწყებს და მისი ღირებულება 22-25 მილიარდი დოლარია.
კოკა კვირკველია