1 539 ავტოსატრანსპორტო საშუალებას გზაზე გადაადგილება აეკრძალა

2018 წლის 1-ლი იანვრიდან 6 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 56 906-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა.

ინსპექტირების შედეგად, 41 998 ავტოსატრანსპორტო საშუალება გამართული იყო, 13 360 საშუალება კი - დახარვეზდა.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში დახარვეზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან, განმეორებითი ტესტირება 9 655-მა ავტომობილმა გაიარა, საიდანაც განმეორებით 440 სატრანსპორტო საშუალება დახარვეზდა.

bpn

ამასთან, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 6 აგვისტოს ჩათვლით, ინსპექტირების შედეგად, გზაზე გადაადგილება 1 539 ავტოსატრანსპორტო საშუალებას აეკრძალა.