ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 38 736 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.080 პროცენტით, მაქსიმალური 7.170 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.133 პროცენტით განისაზღვრა.