2018 წლის მეორე კვარტალში კომერციულმა ბანკებმა სავალუტო ოპერაციებიდან 47,6 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც წინა კვარტალთან შედარებით 15,8 მლნ ლარით ნაკლებია.
კომერციული ბანკების ანგარიშგების მიხედვით, 2018 წლის 6 თვეში მათ ვალუტის ყიდვა-გაყიდვით მთლიანად 111 154 056 ლარის შემოსავალი მიიღეს, სადანაც 63 515 675 ლარი იყო პირველ კვარტალში, 47 638 381 ლარი კი მეორე კვარტალში.
კომერციული ბანკების TOP-5 ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებული მოგების მხრივ. (მონაცემები მოიცავს 2018 წლის 2 კვარტალს)
1 - „თიბისი ბანკი“ - 50 977 318 ლარი
2 - „საქართველოს ბანკი“ - 43 182 800 ლარი
3 - „ტერა ბანკი“ -5 516 214 ლარი
4 - ბანკი ქართუ - 2 820 665 ლარი
5 - „პროკრედიტ ბანკი“ - 2 269 127 ლარი