სამხრეთ-კორეული Samsung 9 აგვისტოს მისი საფლაგმანო მოდელის Galaxy Note 9-ს პრეზენტაციას გამართავს, მანამდე კი სმარტფონის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ვიდეოც კი გავრცელდა.
რაც ყველაზე თვალშისაცემია, ახალი თაობის Note მიიღებს განახლებულ საფირმო სტილს. მას ასევე ექნება მძლავრი ელემენტი და საბაზისო ვარიანტში მიიღებს 512 გბ მეხსიერებას, რომელსაც შესაძლებლობა ექნება ტერაბაიტამდე გაზარდოს მეხსირების მოცულობა, თუ მასში განათავსებთ microSD-ს. ხოლო თითის ანაბეჭდის ამომცნობი ფუნქცია გადაინაცვლებს უკანა პანელზე.
ამასთან, გამოცემა The Verge აღნიშნავს, რომ მოწყობილობა ასევე მიიღებს გაუმჯობესებულ კამერას და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებულ სისტემას.
არაოფიციალური ინფორმაციით, ეს იქნება Note ხაზში უკანასკნელი მოდელი და მას შემდეგ კომპანია გადავა სრულიად სხვა ხაზზე, რომელიც ჯერ გასაიდუმლოებულია.
კოკა კვირკველია