12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ტოიოტამ“ და „ისუძუმ“ ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის შესაბამისადაც, მათ ერთობლივად უნდა შეექმნათ და ეწარმოებინათ დიზელის აგრეგატები.
იმავდროულად, „ტოიოტამ“ თავისი ახალი პარტნიორის აქციების 5.89 პროცენტი შეისყიდა.
გავიდა დრო და ორმა იაპონურმა კომპანიამ ადრე გაფორმებული ხელშეკრულების ფინანსური მხარის გაუქმება გადაწყვიტა. „ტოიოტა“ მის ხელთ არსებული აქციების სრულად გაყიდვას დათანხმდა. ამის მიუხედავად, ისინი აცხადებენ, რომ ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობას შეინარჩუნებენ, რაც ერთობლივ პროექტებზე მუშაობასა და ტექნოლოგიების ურთიერთგაზიარებაში აისახება.
დიზელის ძრავების პროექტებზე, „ტოიოტას“ და „ისუძუს“ თანამშრომლობის შეწყვეტა, მეტწილად ელექტრომობილების პოპულარობის ზრდამ და დიზელის აგრეგატების პოპულარობის დაკარგვამ გამოიწვია. „ტოიოტამ“ ამ სიტუაციაში გადაწყვიტა, რომ შემდეგი თაობის კომერციული ავტომობილის და მისთვის საჭირო აგრეგატის შექმნაზე იაპონურ კომპანია „ჰინო მოტორსთან“ ერთად იმუშაოს.
ეს უკანასკნელი ასევე თანამშრომლობს „ფოლკსვაგენის“ კომერციული ავტომობილების შტოსთან, რომელთან ერთადაც, ელექტრული ძალური დანადგარების და ავტონომიური ტექნოლოგიების შექმნაზე მუშაობს.